სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა. როგორც მან bm.ge-ს განუცხადა, გუბერნატორის პოსტი დღეს დილით, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზებზე თორია არ საუბრობს.
შეგახსენებთ, მალხაზ თორიამ გუბერნატორის პოსტს მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან იკავებდა.