მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტს თურქული კომპანია ააშენებს - პროექტი KfW-მა დააფინანსა

სს
27.05.24 23:50
71

“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ობიექტის მშენებლობა ხორციელდება შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის (SWMCG) მიერ, ,„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ ” (ISWM II) ფარგლებში და მისი კომპონენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ითვალისწინებს ზუგდიდის არსებული ნაგავსაყრელის დახურვასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას.

პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (KfW), საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ჭრილში. ნარჩენების მართვის ახალი ობიექტი მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 მუნიციპალიტეტს: ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ჩხროწყუ, ხობი, წალენჯიხა და მესტია.

ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს არის დაგეგმილი, რის შედეგადაც რეგიონში დაინერგება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა და გაუმჯობესდება როგორც გარემოსდაცვითი,ისე საცხოვრებელი პირობები.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” შორის ხელშეკრულება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაფორმდა.

ხელმოწერას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა (KfW) და პროგრამის განმახორციელებელი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები