მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 685-მა მოქალაქემ თვითიზოლაცია დაასრულა

5e8c3e9754581
ინგა მურუსიძე
07.04.20 13:05
837
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 685-მა მოქალაქემ თვითიზოლაცია დაასრულა, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონში ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია - 55 პირი;

"ამ დროისთვის ჩვენს რეგიონში გვაქვს კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა ისინი მკურნალობას აგრძელებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის გვყავს 68 პირი. ჩვენს რეგიონში ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია - 55 პირი; თვითიზოლაცია დაასრულა - 685 მოქალაქემ. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი სოფლებში, პროცესი უკვე დავასრულეთ ზედაეწერში, ამჟამად ხდება ინგირსა და შამგონაში“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მისი ინფორმაციით, ფოთიდან გაგზავნილ ნიმუშზე, რომელიც აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალბატონს ეკუთვნოდა უარყოფითი პასუხი მოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები