სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ე.წ. ,,ცხელების ცენტრების“ მოეწყო; ცენტრები მოწყობილია ფოთში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და სენაკში. ცხელების ცენტრი, ასევე, მზადდება მესტიის საავადმყოფოში.
ე.წ. "ცხელების ცენტრების" შექმნის მიზანს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.
ფოთში, სენაკსა და ხობში ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებულმა კლინიკის ხელმძღვანელებისგან არსებული მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
კლინიკებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება.
"ცხელების ცენტრების" მედპერსონალის გადამზადება მოხდა და ტრეინინგები ჩაუტარდათ.