პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
"დავით ვერავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უფრო დეტალურად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, დავით ვერავას განათლება და სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
განათლება:
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი, კვალიფიკაცია ინჟინერ - ეკონომისტი;
ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ისტორია–იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, კვალიფიკაცია იურისტი.
სამუშაო გამოცდილება:
სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე, 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული, იკავებდა აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტბისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას.
2011 წლიდან - 2016 წლამდე სს ბანკი „რესპუბლიკას“ - ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი;
2007 წლიდან - 2009 წლამდე შპს „ანტრეს“ ფინანსური მენეჯერი;
2000 წლიდან - 2007 წლამდე საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი;
1999 წლიდან - 2000 წლამდე სააქციო საზოგადოება „აგრომრეწვბანკის“ სამეგრელოს რეგიონალურიფილიალის მმართველი;
1998 წლიდან - 2002 წლამდე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი;
1998 წლიდან - 1999 წლამდე სააქციო საზოგადოება „აგრომრეწვბანკის“ სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის მმართველის მოადგილე;
1994 წლიდან - 1998 წლამდე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული „აგრომრეწვბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველის მოადგილე;
1993 წლიდან -1994 წლამდე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული „აგრომრეწვბანკის“ ზუგდიდის ფილიალის საგეგმო ეკონომიკური განყოფილების უფროსი;
1990 წლიდან - 1993 წლამდე ქ. ზუგდიდის რაიკოოპ კავშირის ეკონომისტი;
1988 წლიდან - 1990 წლამდე ქ. ზუგდიდის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ტექნიკური თანამშრომელი.



























