„რუმს ჰოლდინგის“ რიგით მეხუთე სასტუმრო „რუმს აბასთუმანი“ 2025 წლის დასაწყისში გაიხსნება. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, სამომავლო გეგმები საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას უკავშირდება. ამასთან, კომპანია ინტერესს გამოთქვამს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონზეც.
„წყალტუბისადმი ჩვენს ჯგუფს ინტერესი არ აქვს, თუმცა ერთი კარგი ბარნეოლოგიური კურორტის შექმნა მოიტანს შედეგს. ეს მეტრი უნდა იყო რაღაცის და მერე აქტიურად ვითარდება. წყალტუბოს აქვს დიდი პოტენციალი, თუმცა აუცილებელია ქალაქები ერთმანეთს ტრანსპორტით დაუკავშირდნენ, ავტობანი იქნება, რკინიგზა თუ სხვა, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ წყალტუბო განვითარდეს.
ჩვენთვის ყველა დაუზიანებელი მიმართულება საინტერესოა. გვაინტერესებს სამეგრელოს მიმართულება, კახეთის მიმართულებაში აქტიურად ჩართულობა. ჯერჯერობით ფოკუსი გვაქვს აბასთუმანზე და მისი გახსნის შემდეგ ქვეყნის გარეთ გასვლაც გვინდა. გვინდა, "რუმსი" იყოს ევროპაშიც.
ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ბონდების გამოშვებაზე "თიბისი კაპიტალთან" და „გალტ & ტაგარტთან“. გვინდა რომ ეს წელს იყოს.“- აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.