მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამერი ჯგუფი: „ბიზნესის განვითარებისთვის სანდო ფინანსური პარტნიორის ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“

605dd55a7ebbd
ვიქტორია მღებრიშვილი
27.03.21 10:22
1191
„სამერი ჯგუფი“ უკვე რამდენიმე წელია შიდა ინტერიერისთვის განკუთვნილ, მაღალი ხარისხის კარებს აწარმოებს. თბილისში, თემქის რაიონში 420 მ2-ში განთავსებული საწარმო ყოველთვიურად 150 კარს აწარმოებს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე კერძო დამკვეთებთან პარტნიორობით რეალიზდება.

BM.GE - სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მუხრან ცარციძე ამბობს, რომ კომპანიის ამოქმედებისა და ეტაპობრივი განვითარებისთვის დღემდე 100 000 ლარის ინვესტიცია აქვთ ჩადებული, თუმცა მოთხოვნა ბაზარზე გაცილებით მეტია. ამიტომ 2021 წლის ბოლომდე კომპანია გაფართოებას და საკუთარი საწარმოს გახსნას გეგმავს, რომელიც საწარმოს პროდუქტიულობას 300 კარამდე გაზრდის, დასაქმებულთა რაოდენობას კი გააორმაგებს.

„სამერი ჯგუფის კარის წარმოების ბიზნესი წლიდან წლამდე ვითარდება და იზრდება. არსებული ფართი, სადაც ვართ, იჯარით გვაქვს აღებული და აქ წარმადობის გაზრდის შესაძლებლობა არ გვქონდა, ამიტომ ჩვენი მიზანი ტერიტორიის შეძენა და მასზე საწარმოს ამოქმედება იყო. დღეისთვის "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით მიწა შევიძინეთ, სადაც მიმდინარე წელს საწარმო აშენდება და ამოქმედდება. მიწის შესაძენად ჩვენმა ფინანსურმა პარტნიორმა, საქართველოს ბანკმა, 100 000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გამოგვიყო. ჩვენი მხრიდან კი დაახლოებით 200 000 – 300 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია პროექტის სრულყოფას მოხმარდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტირება და მისი დასრულების შემდეგ დაიწყება მშენებლობა“, - უთხრა BM.GE -ის მუხრან ცარციძემ.

„სამერი ჯგუფის“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანია საკუთარი ბიზნესის განვითარებისას საქართველოს ბანკის მისაღები და მარტივი დაფინანსების პირობებით სარგებლობს.

„პარტნიორის ყოლა, საქართველოს ბანკის სახით, ამ მოცემულობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მის გარეშე ბიზნესის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.

საქართველოს ბანკში კი აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება. სამერი ჯგუფი მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას ეწევა და სასიხარულოა, რომ ამის შემდეგ წარმოების მასშტაბირებას ახალი, უფრო დიდი საწარმოდან შეძლებს. ჩვენი მიზანია მეტ ადგილობრივ საწარმოს დავუჭიროთ მხარი ბიზნეს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები