მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტროს დამპროექტებელი კომპანიის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

5cb6dd459e097
ლიკა გურაბანიძე
17.04.19 12:00
959
თბილსის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„თქვენ იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით პროექტზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული და უახლოეს დღეებში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა გვეცოდინება.
შემდეგ პროექტზე მუშაობა დაიწყება და წლის ბოლოსთვის სრული პროექტი უნდა იყოს, რაზეც სამშენებლო ტენდერს გამოვაცხადებთ და ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა თბილისი მერმა.

შეგახსენებთ, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე bm.ge-თან საუბრისას აცხადებდა, რომ მეტროს ახალი ხაზის გასაყვანად მხოლოდ პროექტირება 10-11 მილიონი ლარი ჯდება. სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო 150 000 მგზავრს მოემსახურება.

მიწისზედა მეტროს სადგური უკვე არსებულ სადგურს დაუკავშირდება სამგორში და მოქალაქეებს გადაჯდომა შეეძლებათ. ხაზზე 7 მეტროსადგური მოეწყობა და პირველ ეტაპზე ლოდინის დრო 10 წუთი იქნება. მიწისზედა მეტრო 2-3 წელში აშენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები