მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტროს პროექტირებაზე კონკურსში გამარჯვებული მაისში გამოვლინდება

5cc96bdd8dadc
ლიკა გურაბანიძე
01.05.19 13:50
1150
სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტირებაზე კონკურსში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა მიმდინარე თვეში გახდება ცნობილი.

როგორც bm.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ამჟამად საკონკურსო პირობების მიხედვით სპეციალური დოკუმენტების გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს და გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი სწორედ მისი დასრულების შემდეგ გახდება.

მერიაში კონკურსში მონაწილე კომპანიების ზუსტ ოდენობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ პროექტზე მუშაობა დაიწყება და წლის ბოლოსთვის სრული პროექტი მომზადდება, რაზეც სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.

შეგახსენებთ, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე bm.ge-თან საუბრისას აცხადებდა, რომ მეტროს ახალი ხაზის გასაყვანად მხოლოდ პროექტირება 10-11 მილიონი ლარი ჯდება. სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო 150 000 მგზავრს მოემსახურება.

მიწისზედა მეტროს სადგური სამგორში უკვე არსებულ სადგურს დაუკავშირდება და მოქალაქეებს გადაჯდომა შეეძლებათ. ხაზზე 7 მეტროსადგური მოეწყობა და პირველ ეტაპზე ლოდინის დრო 10 წუთი იქნება. მიწისზედა მეტროს აშენება 2-3 წლის ვადაშია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები