მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროს სადგურების აშენება იგეგმება

5bcd8d9e31919
თამუნა დემეტრაშვილი
22.10.18 12:42
1137
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამგორიდან ლილოს მიმართულებით, ახალი მეტროსადგურების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ე.წ შემოვლითი რკინიგზის უკვე აშენებულ ინფრასტრუქტურას გამოიყენებენ.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ თბილისის აგლომერაციაც ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით მივაბათ თბილისის მეტროს", - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები