მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა - თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია

თბილისის მერიაში სატრანსპორტო კომპანიის მიერ სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა ონლაინ თაღლითობა იყოს. ამის შესახებ მერია განცხადებას ავრცელებს.

"გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები