მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეზე აზერბაიჯანი რუსეთს სასამართლოში უჩივლებს

აზერბაიჯანის ავიახაზები

სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო აზერბაიჯანი რუსეთს სასამართლოში უჩივლებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს. აზერბაიჯანი რუსეთისგან ითხოვს თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობის აღებას, სხვა შემთხვევაში ქვეყანა სხვა ზომებს მიმართავს.

წინასწარი ინფორმაციით, AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც 25 დეკემბერს კატასტროფა განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან, ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად. თვითმფინავის ჩამოვარდნამდე რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული დრონებს ესროლეს. ავიაკატასტროფიდან მალევე აზერბაიჯანის ავიახაზებმა ფრენები გააჩერა ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, მახაჩყალის და სხვა ქალაქების მიმართულებით.

ზოგიერთმა უცხოურმა ავიაკომპანიამ, რომლებიც ევროპული ავიაკომპანიებისგან განსხვავებით რუსეთში ჯერ კიდევ დაფრინავენ, განაცხადეს, რომ დროებით აჩერებენ რუსეთის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ავიაციის ინდუსტრია დასანქცირდა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ქვეყანაში ფრენა აუკრძალა, ასევე ჩაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები