მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

5bcf744b8d41d
BM.GE
23.10.18 23:30
896
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაღარიბების სამ მიზეზს ასახელებს. ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ კრედიტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამაში როლი ლარის დევალვაციამაც ითამაშა. 

"სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა როლი ითამაშა დევალვაციამაც და არა ინფლაციამ. მას ვისაც ჰქონდა ლარებში აღებული და ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. აქციზის ზრდა ამანაც გამოიწვია, და მოგების გადასახადიც. ეს განცხადებები კარგად გავაკეთე პირველი არხის ეთერში. UNICEF-ის კვლევაზე ყველაფერს კითხვები გავეცი. 

რეაქცია იმაზე რომ დააგვიანა კვირიკაშვილმა, დააგვიანა კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა. აქ არ არის დიდი დანაშაული. რეგლამენტაცია რაც მას [კვირიკაშვილს] პასუხი ჰქონდა, რომ საჭირო არ იყო, თუმცა მეს მას განსხვავებული პოზიცია დავუსაბუთე გუნდთან ერთად, ამის გულისთვის მას მოუწია თანამდებობის დატოვება. არც თუ ისე დიდი დანაშაული ჩაუდენია, თუ გაანალიზებთ, თანაც ამას ეკონომისტებში, მართლაც შეიძლება განსხვავებული აზრი ნახოთ ამასთან დაკავშირებით. ეს რეგლამენტაციები მოახდინა ახალმა ფინანსთა მინისტრმა და შემდგომ დღევანდელმა პრემიერმინისტრმა,"- ამბობს ივანიშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები