მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი თვის განმავლობაში გასაყიდი ბინების გაძვირება მოგვიწევს - "ბალავარის“ დამფუძნებელი

63e8ca5a1ba74
ლიკა გურაბანიძე
12.02.23 19:00
1253
“ბალავარის” მშენებლობა 12%-დან 50%-მდე გაძვირდა. კომპანიის დამფუძნებლის, ბესო თავბერიძის თქმით, ეს ბინების გასაყიდ ფასებზეც აისახება და მომდევნო თვიდან, სამი თვის განმავლობაში, მათ გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასების $50-60-ით ეტაპობრივად ზრდა დაიწყება.

“პირველი, რაც სამშენებლო სექტორისთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმაა, ეს მასალის გაძვირებაა, შემდგომ რაც არანაკლებ მტკივნეულია, ეს მუშახელის ხელფასებია, რამაც ასევე მშენებლობის გაძვირება გამოიწვია. გაძვირებულია საწვავიც, რაც ჩვენზე მოქმედებს და მიწის სამუშაოებს 50%-ით გვიძვირებს.

გაძვირებულია იმპორტირებული საქონელიც, მაგალითად: ლიფტები და ამწეები. ეს ყველაფერი საერთო ჯამში ფასს ზრდის.” - აღნიშნა ბესო თავბერიძემ.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2% გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.6%-იანი ზრდით, რამაც 2.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ასევე, საქსატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან სამშენებლო მასალები 5.6%-ით გაძვირდა, ხოლო ელექტროენერგიის, ტრანსპორტირებისა და საწვავის ხარჯები - 9.7%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები