მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო - ანაკლიის პორტის განხორციელება ვერ იქნება დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ პირთან

5d399b7a0bc2b
BM.GE
25.07.19 16:05
768
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ არის და ვერ იქნება დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთან,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია თუ სპეკულაცია, ისევ პროექტის სწორ განვითარებას და ინვესტორსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს.

სამინისტროს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ სახელმწიფო არ ეძებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის ალტერნატიულ კომპანიას.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ პროექტის გადარჩენის მიზნით, 2018 წლის დეკემბერიდან საქართველოს მთავრობა ჩაერთო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში. მოლაპარაკებების თემა იყო პორტის მშენებლობის დასაფინანსებლად ანაკლიის კონსორციუმისთვის საჭირო სესხის გაცემა. მოლაპარაკების ორი რაუნდის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ ბანკების მიერ წარმოდგენილ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნაზე, გარდა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევის და სესხის სრულად უზრუნველყოფისა”,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები