თავდაცვის სამინისტრო 26 მაისის ღონისძიებისთვის გამარტივებული შესყიდვის უფლების მინიჭებას ითხოვს. საუბარია 1,3 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვაზე, რაზეც უწყების მტკიცებით ელექტრონული ტენდერის ჩატარება ვერ მოესწრება, ამიტომ ,,სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის“ გამარტივებული პროცედურების გამოყენებაა აუცილებელი.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზაბის სამოქმედო გეგმა მთავრობამ 29 მარტს დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს ღონისძიების გარკვეული ნაწილის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამიტომ უწყებამ დიზაინერის, სცენარისტის, რეჟისორის, წამყვანის მომსახურების შესყიდვ აუნდა უზრუნველყოს, ასევე კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სტუდიური ჩაწერასა და შესრულებას თავისუფლების მოედანზე და სხვადასხვა მატერიალური საქონლის შესყიდვას.

























