მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო აშშ-ის სავიზო წესების გამკაცრებას საქართველოს მოქალაქეთა მიერ დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ვიზების გამკაცრებას მოქალაქეთა მიერ სავიზო დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს. როგორც უწყების განცხადებაში წერია, "აშშ-ის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება".

სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები.

"საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული.

ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში. ეს გადაწყვეტილებაც გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზებს 3 თვეზე მეტი ვადით აღარ გასცემს|ყველაფერი, რაც ახალ შეზღუდვაზე ვიცით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები