საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "აწარმოე საქართველოში" დირექტორის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა.
როგორც Jobs.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანდიდატს მოეთხოვება: უცხოეთში მიღებული ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ან უცხოეთში მიღებული მაგისტრის ხარისხი მომიჯნავე სპეციალობებში; არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს სექტორში და მენეჯერად მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის C2 დონეზე ცოდნა;
მისივე ინფორმაციით, უპირატესობა მეტი უცხო ენის ცოდნას მიენიჭება.
რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოს, ის 3500 ლარიდან 7000 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ სამინისტროს სიპის - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში სააგენტო ყოფილი უფროსი მარიანა მორგოშია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა.

























