მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო: ერთ დღეში ბიუჯეტის შემოსავლებმა რეკორდული - 232.6 მლნ ლარი შეადგინა

5b23dfdfcc2fc
BM.GE
15.06.18 19:47
1153
15 ივნისს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 232.6 მლნ ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბიუჯეტში ერთ დღეში შემოსულ გადასახადებს შორის, ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 58.3 მლნ ლარით აღემატება. სულ ივნისში, 15 ივნისის ჩათვლით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით შემოსულია 608.0 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 121.0 მლნ ლარით, 24.8%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები