მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო: "გასკო პლიუსის" გადაწყვეტილება ტარიფის ზრდაზე უსამართლოა

58ee16bcafb8d
BM.GE
12.04.17 15:58
903
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის "გასკო პლიუსის" მიერ იქნა მიღებული - სენაკის მუნიციპალიტეტში , ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა“, - ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში.

„ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი - სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.

სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივ დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად, მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყევტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს’, - განმარტავენ სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები