მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო: გემთმფლობელებს საქართველოს პორტებში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ

5d26d8cc49336
თელარა გელანტია
11.07.19 11:00
628
საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს მნიშვნლოვანი შეღავათები დაუწესდათ.

სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად იმ გემებს, რომლებიც საქართველოს წყლებში ერთი და იგივე შემოსვლის განმავლობაში რამდენიმე ნავსადგურში შევლენ, ნებისმიერ ნავსადგურში პირველადი შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდა, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში, საფასური 50%-ით შეუმცირდებათ.

აქამდე არსებული წესის თანახმად, გემს საქართველოს თითოეულ ნავსადგურში შესვლისას ყოველ ჯერზე სრული საფასური უნდა გადაეხადა, რის გამოც გემთმფლობელები თავს არიდებდნენ ტვირთების სხვადასხვა ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) დაცლას, რაც ტვირთების მიმღები კომპანიების უკმაყოფილებას იწვევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები