მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო: გზების დეპარტამენტი პროექტების განხორციელებისას ინოვაციური მიდგომების გამოყენებას გეგმავს

5b35f46fd4c92
BM.GE
29.06.18 12:55
714
12 ივლისს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტექნიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავს.
შეხვედრის მიზანია საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბების და სხვა ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული ინოვაციური მასალისა და ტექნიკური გადაწყვეტების განხილვა.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია ინოვაციური მეთოდები დანერგოს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაში და მზადაა სამშენებლო ორგანიზაციებთან ერთად იმუშაოს ახალ მიდგომებზე, რაც პროექტების ხარიხიანად, სწრაფად და ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყოფს.

"ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია, მათ მიერ შემუშავებული ან პრაქტიკაში უკვე გამოყენებული ინოვაციები წარმოადგინოს, დეპარტამენტი კი ახალი მიდგომების გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაციაში გამოყენებას უზრუნველყოფს.

დაინტერესების შემთხვევაში, ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: [email protected] (წერილში მითითებული უნდა იყოს კომპანიის სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და კომპანიის წარმომადგენელი პირის სახელი და გვარი). შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10 წუთის ქრონომეტრაჟით", - განმარტავენ უწყებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები