მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო: ლოგისტიკის ინდექსის მკვეთრ გაუმჯობესებას 3-5 წლის პერიოდში უნდა ველოდოთ

5b5b29103d579
BM.GE
27.07.18 19:00
657
ლოგისტიკის ინდექსის მკვეთრ გაუმჯობესებას მომავალი 3-5 წლის პერიოდში უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილემ, დავით ჯავახაძემ გადაცემა ,,ანალიტიკაში“ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს განპირობებული იქნება იმ მასშტაბური პროექტების ამოქმედებით, რაც ლოგისტიკისა და ინფრასტრუქურის მიმართულებით ქვეყანაში ამჟამად ხორციელდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ლოგისტიკის ინდექსი 11 პუნქტით გაუმჯობესდა, ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ ფუნდამენტურად გავაუმჯობესოთ აღნიშნული რეიტინგი და ზოგადად ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, საქართველოში არაერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი ხორციელდება. მათ შორის: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, ავტობანის მშენებლობა, ქუთაისისა და თბილისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარისი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი.

ანაკლიის პროექტის პირველი ფაზა სამ წელში უნდა დასრულდეს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი გაისად, ავტობანის პროექტის დასრულება რამდენიმე წელში იგეგმება, არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება. ანუ, აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ 10-15 წლიან პერიოდზე, მაქსიმუმ 3-5 წელიწადში ეს პროექტები სრულად ამუშავება, რაც სერიოზულ ბიძგს მისცემს ლოგისტიკის სექტორს და მასშტაბურ პოზიტიურ გავლენას მივიღებთ როგორც საქართველოს ლოგისტიკის სფეროზე, ასევე ლოგისტიკის ინდექსზე“ - განაცხადა დავით ჯავახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები