უწყების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მაღაროელი.
ფოტო: greenalt.org