მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო მოსავლის ზრდას ელოდება

5afea0074bb27
თათია ჩაფიჩაძე
18.05.18 13:40
886
"წლევანდელი წლის მოსავალი იქნება ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე ეს იყო გასულ წელს" - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. ხანიშვილის ინფორმაციით, სამინისტრომ დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის აქტიური სამუშაოები უკვე დაიწყო.

"დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში რომელიც განსაზღვრულია სტრატეგიით, სრულმასშტაბიანი შეწამვლითი სამუშაოები დაწყებულია. თქვენ იცით რომ გასულ წელს აქტიურ სამუშაოებს ვიწყებდით მაშინ, როცა პარაზიტები გამრავლებას და გამოსვლას იწყებდნენ, მიმდინარე წელს ბრძოლის მეთოდიკა რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ წელს მათთან ბრძოლა დავიწყეთ მაშინვე, როგორც კი გამოვიდნენ შენობებიდან. ძირითადად ორი მეთოდით ვებრძვით - ეს არის ე.წ. ნისლით წამვლა და მეორე ეს არის მეთოდი "მოზიდე და მოკალი."

მიმდინარე წელს თუკი საჭირო იქნება შესაძლებლობა გვაქვს ერთიდაიგივე ფართობი 4-ჯერ დავამუშაოთ. ამისთვის შესაბამისი რესუსრი და ტექნიკა მობილიზებულია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დამუშავება ხდება მოსახლეობასთან შეთანხმებულად და ის არ აზიანებს არც სხვა კულტურას და არც ფუტკარს". - ამბობს ხანიშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში პარაზიტთან ბრძოლის პროცესში ფერმერების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მათ თანმიმდევრულობისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენდა სასიხარულოდ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პარაზიტთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო, თუმცა ვისურვებდით უფრო მეტ აქტივობას მათი მხრიდან. თუ ჩვენ გვინდა ხარისხიანი მოსავალი, მაშინ აგრო ღონისძიებები სრულად უნდა ჩატარდეს, ეს კი მრავალწლიან ციკლის მოითხოვს.

მნიშვნელოვანია რომ დასავლეთ საქართველოს 210 000 ოჯახში დავარიგეთ წამალი, რომელმაც აღმოფხვრა წამლის არარსებობის და შესაძლებლობის თემა. დიდი იმედით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წლის მოსავალი იქნება ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ეს იყო გასულ წელს", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები