მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო: ნათია თურნავასა და ფოთის პორტის ხელმძღვანელის შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო

5d28623a35b2b
BM.GE
12.07.19 14:32
1029
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მინისტრ ნათია თურნავასა და ფოთის პორტის ხელმძღვანელს შორის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას bm.ge-სთან ეხმაურება.

“მოგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და ფოთის პორტის ხელმძღვანელ კლაუს ლოურენს შორის გამართული შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო. შეხვედრა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის დროს შედგა. ამასთან, გაცნობებთ, რომ ფორუმში მონაწილეობდა 400-მდე დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან და მსხვილი ბიზნესგაერთიანებიდან. შესაბამისად, მსგავსი არაფორმალური შეხვედრა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელთანაც შედგა.

რაც შეეხება ნათია თურნავას და კლაუს ლოურსენის შეხვედრის შინაარსს და მასზე განხილულ საკითხებს - შეხვედრისას ისაუბრეს მიმდინარე საკითხებზე. მინისტრმა და პორტის ხელმძღვანელმა ერთმანეთს საკუთარი ხედვები გაუზიარეს.

ამ ხასიათის სამუშაო შეხვედრებს ეკონომიკის მინისტრი პერიოდულად მართავს სატრანსპორტო, ლოგისტიკური, მათ შორის საპორტო კომპანიების მენეჯმენტთან იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტი და ლოგისტიკა სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგულირების სფეროებია.

შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრი, საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს აქტიურად ხვდება”,- აცხადებენ სამინისტროში.

bm.ge-ს ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ფოთის პორტის მენეჯმენტს შეხვდა. ამის შესახებ BMG-ის "APM ტერმინალსის" პრესსამსახურში დაუდასტურეს. კომპანია მინისტრთან გამართული საუბრის ზუსტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები