მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო ონში 3.7 მილიონი კვადრატული მეტრისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტაზე განმარტებას აკეთებს

რაჭა ტყე ონი

მთავრობის 19 დეკემბრის განკარგულებით, რაჭაში ონის მუნიციპალიტეტში 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს ტყის სტატუსი შეუწყვიტა. მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არაა თუ უშუალოდ რომელ საკადასტრო კოდს შეეხება სტატუსის ცვლილება. BMG-იმ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს, რომ საკითხი შეეხება ისეთი ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეჩერებას, რაც ფაქტობრივი მდგომარეობით ტყის ნაწილს არ წარმოადგენდა, საუბარია ხეხილის ბაღებზე, საავტომობილო გზებზე, მდინარეებსა და სხვა ობიექტებზე, რომლებიც ტყის ეკოსისტემის ნაწილი არაა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 3.7 მილიონი კვადრატული მეტრის მიწებისთვის ტყის სტატუსის შეჩერებასთან ერთად, 16 მილიონი კვადრატული მეტრის მიწას ეს სტატუსი მიენიჭება.

უწყების განცხადებით, ამავე პროცედურით, თელავის მუნიციპალიტეტში ტყის სტატუსი ენიჭება 9.8 მილიონ კვადრატულ მეტრს, 1.8 მილიონ კვადრატულ მეტრს კი სტატუსი შეუწყდება.

"2023-2024 წლებში ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, განხორციელდა ტყის აღრიცხვის (ტყეთმოწყობის) სამუშაოები, შემდგომში ტყის მართვის გეგმის შემუშავების მიზნით. საველე სამუშაოების მიმდინარეობის და კარტოგრაფიული მასალების დამუშავებისას გამოვლინდა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობები, რომლებიც 2003 წლის ტყის აღრიცხვის (ტყეთმოწყობის) მასალებით ირიცხებოდა სახელმწიფო ტყეში და ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს ტყის ეკოსისტემის ნაწილს, ხოლო „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის საზღვრებში არ იქნა შეტანილი. ასევე, სამუშაოების პროცესში გამოვლინდა ტყით დაუფარავი ფართობები, რომლებიც „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილების გამოცემის შემდგომ შეტანილი იქნა სახელმწიფო ტყეში და ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს ტყით დაუფარავ ფართობებს (კერძოდ: ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, მდინარეებს, ხეხილის ბაღებს და სხვა სასოფლო სამეურნეო მიწებს). შესაბამისად, საჭიროა სახელმწიფო ტყის საზღვრების დადგენა (გამიჯვნა). აღნიშნულიდან გამომდინარე ტყის სტატუსის ონის მუნიციპალიტეტში ტყის სტატუსი შეუწყდა 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს, მაგრამ ტყის სტატუსი ენიჭება 16 მილიონ კვადრატულ მეტრს.

იგივე პროცედურის განხორციელებით, თელავის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდა 2023-2024 წლებში და ტყის სტატუსის მიენიჭა 9,8 მილიონ კვადრატულ მეტრს და შეუწყდა 1,8 მილიონ კვადრატულ მეტრს,"- განმარტავენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები