მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო: ქართული ატმის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

5773f3e101025
BM.GE
29.06.16 20:12
2294
2016 წლის 1 ივნისიდან 28 ივნისამდე ექსპორტირებული ატმის მოცულობამ 942 ტონა შეადგინა, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელი 52 ტონას შეადგენდა.
 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. წელს ატმის კარგი მოსავალია და კახეთის რეგიონში, ოპერატიული ინფორმაციით, 30 000 ტონაზე მეტი იქნება.

ქ.გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთი ფედარაციაში (61%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (25%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. დღეის მონაცემებით, დაახლოებით 5 000 ტონამდე ატამი ადგილობრივ ბაზარზეა რეალიზებული.

კახეთის რეგიონში ატამს შპს. "ქართული ხილის კომპანიაშია“ იბარებს. აღნიშნულ სამაცივრე-სასაწყობე კომპანიას დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები