მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო: "ნიუ-ჰოსპიტალსში" ლექსო ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა დაიწყო

60eaf9c57ba0c
BM.GE
11.07.21 18:00
815
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმაურება ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეს. უწყება მიუთითებს, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა "ნიუ-ჰოსპიტალსში" ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს "ტვ პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა "ნიუ-ჰოსპიტალსში" ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო.

სააგენტოს სპეციალისტების და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისთან “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა სცემეს. შედეგად, მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი, მას გასულ დღეებში ჩაუტარდა ოპერაციაც. სამედიცინო მომსახურება მას სწორედ "ნიუ ჰოსპიტალში" გაუწიეს. ლექსო ლაშქარავა დღეს გამთენიისას გარდაცვლილი სახლში დედამ იპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები