სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში შეუზღუდავი კონტროლის მორიგი მცდელობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან - კანონპროექტი, რომლის მიღებაც კენჭისყრიდან 2020 წლის ივლისში მოიხსნა, კვლავ პარლამენტის დღის წესრიგს უბრუნდება. ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. “საკანონმდებლო პაკეტის მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის აღსრულების შესაძლებლობის გაუმჯობესებაა“,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.