მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტროები, რომლის ბიუჯეტიც 2017 წელს შემცირდება

57f1fe00b6d93
BM.GE
03.10.16 10:43
2568
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას კვლავ ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება წარმოადგენს. ათნახევარ მილიარდიან ბიუჯეტის პროექტში 3 მლრდ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მათ შორის დაახლოებით, 100 მლნ ლარით ზრდიან თანხების მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის. 1 მლრდ 86 მლნ ლარამდე იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება.

კერძოდ, იზრდება თანხები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, მათ შორის გზების და ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე და ა.შ. კიდევ ერთი უწყება, რომლის დაფინანსება იზრდება და მილიარდს აღემატება განათლების სამინისტროა. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის აპრილიდან მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 355 ლარიდან 405 ლარამდე გაიზრდება.

კიდევ სამი უწყება, რომლის დაფინანსება იზრდება თავდაცვის, სპორტის და ეკონომიკის სამინისტროებია. როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებულია 19.7 მლნ ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამისთვის. უცვლელი რჩება დევნილთა, შერიგების, ევროინტეგრაციის და დისპორის სამინისტროების ბიუჯეტები.

რაც შეეხება უწყებებს, რომელთაც დაფინანსება უმცირდებათ - ამ კრიტერიუმით პირველ ადგილზეა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის დაფინანსება დაახლოებით 80 მლნ ლარით 238 მლნ ლარამდე მცირდება. ბიუჯეტის ამ პროექტის მიხედვით, მთავრობა მომავალ წელს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას არ აპირებს, რაც მიმდინარე წელს 48 მლნ დაჯდა. მცირდება მელიორაციის სისტემის მოდერნიზაციისთვის საჭირო თახები. ასევე, მაგალითად, ქართული ჩაის აღორძინებისთვის 3.5 მლნ ლარის ნაცვლად მომავალ წელს მთავრობა მხოლოდ 1 მლნს დახარჯავს და ა.შ. ასევე მცირდება ენერგეტიკის, ფინანსთა, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაფინანსებაც.

სამინისტროების ბიუჯეტი შემდეგნაირად გამოიყურება:

                                                              2016          2017  (მლნ ლარი)
ჯანდაცვის სამინისტრო                3,162,000 -  3,300,000
ინფრასტრუქტურის სამინისტრო    950          -  1,086.400
განათლების სამინისტრო             971,340    - 1,025,000
თავდაცვის სამინისტრო               670,000   -  743,000
ეკონომიკის სამინისტრო              95,100    -   97,450
სპორტის სამინისტრო                 90,000    -   98,275
დევნილთა სამინისტრო               85,000    -   85,000
ევროინტეგრაციის სამინისტრო      3,100     -    3,100
შერიგებისსამინისტრო                 1,350     -   1,350
დიასპორის სამინისტრო               1,200      -  1,200
სოფლის მეურნეობის სამინისტრო  321,350  -   238,140
სასჯელაღასრულების სამინისტრო 153,800  -   146,000
ენერგეტიკის სამინისტრო             135,000  -   121,000
საგარეო საქმეთა სამინისტრო        110,000  -   105,605
კულტურის სამინისტრო              97,000    -    96,450
ფინანსთა სამინისტრო                 90          -    85
იუსტიციის სამინისტრო               70,528.4 -   65,600
გარემოს დაცვის სამინისტრო        42,100    -   37,950
შს სამინისტრო                           595,000   -   585,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები