„როგორც იცით ზოგადად სამინისტროების ოპტიმიზაციის კუთხით კონსლუტაციები მიმდინარეობს და წინასწარ თქმა არასწორი იქნება რამის - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხზე კონსულტაციების დასრულების შემდეგ მოხდება.
"წინასწარ ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ არასწორი იქნება. კონსულტაციები მიმდინარეობს და რა ფორმით და რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება ვნახავთ. ვიქნები თუ არა მომავალი მთავრობის შემადგენლობაში ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. მისი გადასაწყვეტია განახლებულ მთავრობაში ვინ იქნება" - განაცხადა გიორგაძემ და დასძინა რომ მის პროგრამაში პრიორიტეტრბი არ იცვლება.

























