თბილისის მერის კახი კალაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ გუნდი სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობს. როგორც მმართველი პარტიის გენერალური მდივანმა ჟურნალისტება განუცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას საზოგადოებას, მომდევნო დღეებში გააცნობს.
„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, ხვალ, ზეგ ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, გუნდში მსჯელობა ამაზეც მიმდინარეობს. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის.“ - განაცხადა კალაძემ.

























