მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამინისტროების რაოდენობის შემცირება კიდევ შესაძლებელია"

5a0978f38ca74
BM.GE
13.11.17 14:49
1920
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „საქმის კურსთან“ მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს აფასებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ სამინისტროების რაოდენობის შემცირება კვლავ შესაძლებელია.

„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ის ცვლილებები, რომლებიც მთავრობის ხარჯების ოპტიმიზაციაზე იქნება ორიენტირებული, ასევე ცვლილებების შემდეგ მართვა გახდება მეტად მარტივი.

14 სამინისტრო დარჩა საქართველოს და მათი ოპტიმიზაცია კიდევ შესაძლებელია. ამ პატარა ქვეყანას, თავის პატარა ბიუჯეტით, პატარა შემოსავლებით და პატარა ინფრასტრუქტურით სამინისტროების ეს რაოდენობა არაეფექტურს ხდის მართავში“, - ამბობს თემურ ჭყონია და დასძენს, რომ შესაძლებელი იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოპტიმიზაციაც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები