მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამინისტროების შერწყმის პროცესში ოპტიმიზაცია რეალურად უნდა მოხდეს"

5a09a29278aad
BM.GE
13.11.17 18:00
1125
სამინისტროების შერწყმა ხელოვნურად არ უნდა მოხდეს,- ამის შესახებ "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ საქმის კურსს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარია, ამ პროცესში ოპტიმიზაცია რეალურად განხორციელდეს და მთავრობის გადაწყვეტილება რიცხვებშიც აისახოს. ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ მას დღეს არ მოუსმენია ინფორმაცია, თუ რამდენის დაზოგვა ხდება სამინისტროების შერწყმის შედეგად.

"კარგი იქნებოდა, გაგვეგო რა რიცხვებზე გავდივართ სამინისტროების შერწყმის შემდეგ.

მსგავსი რეფორმა სწორია, მით უმეტეს თუ ოპტიმიზაცია ხდება. იყო საკითხები, როდესაც უწყებებს შორის ფუნქციებში გადაფარვა ხდებოდა: უნდა ყოფილიყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში და გაფანტული იყო სხვა უწყებებში, რაც ბიუროკრატიას იწვევდა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წარმოუდგენლად რთულს ქმნიდა საქმის კეთებას, რადგან სხვადასხვა საბუთის მოგროვება ძნელდებოდა",- აცხადებს ნინო ზამბახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები