მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრომ „მარგებელი ჰოლდინგის“ კომპანიასა და გაფიცულებს შორის მოლაპარაკებებისთვის მედიატორი დანიშნა

60afacac79dc1
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.21 18:42
711
„მარგებელი ჰოლდინგის“ კომპანია „ენგადისა“ და გაფიცულებს შორის მოლაპარაკებები იწყება - ინფორმაციას ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ავრცელებს. 

მათი ცნობით, პროფკავშირების მოთხოვნის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტრომ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის დავის მოგვარების მიზნით, მედიატორი დანიშნა.

„თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე პროტესტის მე-9 დღეს - მინისტრმა მედიატორი დანიშნა; მხარეებს შორის მოლაპარაკებები იწყება“, - წერია რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლები 20 მაისიდან ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ, რის შედეგადაც კომპანიის მუშაობა შეფერხდა. მოგვიანებით თბილისში გაფიცულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა, რა დროსაც რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირებმა ჯანდაცვის უწყებას მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის ჩართვის მოთხოვნით მიმართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები