მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრომ საძილე ტომრები ტენდერით ვერ იყიდა, ამიტომ გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს

5b5991dbb6b38
თამუნა დემეტრაშვილი
26.07.18 13:17
573
თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის საძილე ტომრები ტენდერის გზით ვერ შეიძინა, ამიტომ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ახლა გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს. საუბარია 1777 ერთეულ საძილე ტომარაზე, რაშიც უწყება 550 ათასი ლარის გადახდას გეგმავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მარტში გამოცხადებულ ტენდერში, სამინისტრო 4 ათასი საძილე ტომრის ყიდვას აპირებდა, რისთვისაც 1 მილიონ 50 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. მაშინ ტენდერში 5-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და კონკურენციის შედეგად შესყიდვის ფასი თითქმის განახევრდა, თუმცა ყველა მათგანის დისკვალიფიკაცია მოხდა და საბოლოოდ ტენდერი შეწყვეტილად გამოცხადდა.

მას შემდეგ, საძილე ტომრების შეძენაზე სამინისტროს ხელახლი ტენდერი აღარ გამოუცხადებია და 4 თვის თავზე გამარტივებული შესყიდვის გამოყენებას აპირებს.

„საძილე ტომრების არ ქონის შემთხვევაში რეალური საფრთხე შეექმნება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში მონაწილე, სამშვიდობო მისიაში წარსაგზავნ კონტიგენსა და ასევე რეზერვისტების სრულყოფილად მომზადების პროცესს. აღნიშნული ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესებს, ვინაიდან საქონლის არ ქონა გამოიწვევს სამხედრო მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დარღვევას, ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების იმიჯის შელახვას“, -ასე ასაბუთებს სამინისტრო საკუთარ მოთხოვნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები