მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრომ შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის წარსადგენად კიდევ ერთი კვირა ითხოვა

5a785198e743c
თელარა გელანტია
05.02.18 16:43
924
ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის შეჯერებული, საბოლოო ვერსიის წარმოსადგენად კიდევ ერთი კვირა ითხოვა. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

"ვერ შევჯერდით და ვითხოვთ კიდევ ერთ კვირას", - აღნიშნა ბარკალაიამ. მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა მუხლებზე ვერ ხერხდება შეჯერება, რადგან კანონპროექტის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა და მასთან ერთად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპრექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ. პირველი საკომიტეტო მოსმენა 2017 წლის ივნისში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ შრომის პირობების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ახალი ორგანოს შექმნა 2018 წელს იგეგმება.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები