მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამკერვალო ბიზნესი ხელისუფლებას დარგის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას სთხოვს

573dcaf25ede1
BM.GE
19.05.16 18:15
2762
რა უშლის ხელს საქართველოში სამკერვალო ბიზნესის განვითარებას და რა გამოწვევების წინაშე დგას დარგი, - თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" სამკერვალო ფაბრიკა "ივერია"-ს ხელმძღვანელი დავით ბიძინაშვილი საუბრობს.

- ბატონო დავით, საქართველოში დღეს ინდუსტრიის ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით რა მდგომარეობაა?

- ჩვენს ინდუსტრიის განვითარება დღეს ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, ახალი ხელისუფლების პირობებში, საკმაოდ გამანადგურებელ მდგომარეობაში გადმოვედით. ძალიან ბევრი პრობლემებით, რომელთა დალაგებაც საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეები აქტიურ მუშაობას არ ვწყვეტთ და საწარმოების შენახვის მიზნით რაღაც დონეს ვინარჩუნებთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მეტი ყურადღება გამოიჩინოს ჩვენი დარგის, სამკერვალო წარმოების მიმართ და ამის საპასუხოდ ჩვენ პირობას ვიძლევით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- რა არის მთავარი გამოწვევა რაც ხელს გიშლით?

- რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას: არის წარმოებების ერთი ნაწილი, სადაც ინვესტორები უცხოელები არიან, რომლებიც შიდა ბაზარზე საერთოდ არ იყურებიან. რაღაც გარკვეული ნედლეული შემოაქვთ, გადამუშავების გზით აწარმოებენ და უკან გააქვთ, ანუ შიგნით მათი ნაწარმიდან არაფერი რჩება. მეორე კატეგორიაა საწარმოები, რომლებიც შიდა ბაზარზე მუშაობენ. ესენია პატარ-პატარა საწარმოები, რომლებიც თავიანთი პროდუქტის რეალიზებას ძირითადად ბაზრობების დახმარებით აკეთებენ და მესამე არის საწარმოები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ სახელმწიფოს შეკვეთებს, ტენდერებს ემსახურებიან.

- თქვენ შემთხვევაში სახელმწიფო ტენდერებზე ხართ მიბმული და ამბობთ, რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ხართ?

- ვინც სახელმწიფოზე ვიყავით დამოკიდებული, დღემდე ასე დავრჩით. სხვა გზა არ გვაქვს, ამ ეტაპზე ვერ გადავდივართ სხვა გზაზე. ჩვენი მთელი რესურსი და ცოდნა მომართულია იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც სახელმწიფოს ესაჭიროებოდა. ასეა არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების შემთხვევაში, არამედ წინა და იმის წინა ხელისუფლებების შემთხვევაშიც ასე იყო.

- თქვენ აღნიშნავდით, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემა პრობლემას ბევრი მიმართულებით ქმნიდა. რაიმე თუ მოგვარდა ამ მიმართულებით?

- სახელმწიფო შესყიდვების სისტემას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დარჩა. დღეს რაღაც საკითხების მოგვარება თითქოს დაიწყო. ბევრჯერ გარკვეული წინადადებები შევიტანეთ, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი თუ მათი ინიციატივით, მაგრამ რაღაც საკითხები გამოსწორდა. კონკრეტულადაც ჩამოვთვლიდი, მაგრამ ამ ეტაპზე უმჯობესია, რომ სხვა თემებზე გადავიდეთ. სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გვქონდა, რაც ისტორიულად არავის ახსოვს. კომუნიკაცია ამ მიმართულებით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები