2023 წელს ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერმა“ იტალიურ ბრენდ - „მონკლერთან“ თანამშრომლობა დაიწყო და როგორც სამკერვალოს დირექტორი მაია სიმონიძე bm.ge-სთან ამბობს, ფაბრიკის 80% „მონკლერის“ შეკვეთაზე მუშაობს.
მისივე თქმით, „იმერი“ თითქმის სრულად საექსპორტო ბაზრებს ემსახურება.
„2023 წელი ჩვენთვის - გარდამავალი წელი იყო. ჩვენ წინა წელს დავიწყეთ იტალიურ ბრენდ - მონკლერთან თანამშრომლობა, 2023-ში კი ფაბრიკის 80% ბრენდის ასორტიმენტით დაიტვირთა.
გადავედით ახალ ასორტიმენტზე, ახალ დამკვეთზე, შეგუების და ათვისების პერიოდი იყო, მომავალი წელი იქნება მუშაობის კუთხით კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი.
ამჟამად მთავარ გამოწვევად ხარისხი რჩება. იტალიური ბრენდი საოცარ ხარისხს ითხოვს, თუმცა ესეც მიღწევადია,“ - ამბობს ის.
„იმერის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სამკერვალოს ექვსი ხაზი აქვს. თითოეული ხაზის წარმადობა კი დღეში 50 ერთეულია.