მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხედრო გადატრიალების ფონზე, მადაგასკარის პრეზიდენტი საფრანგეთში გაიქცა

მადაგასკარი

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავმა პარიზიდან მადაგასკარისკენ და პირიქით საგანგებო ფრენა განახორციელა და ქვეყნიდან პრეზიდენტი ანდრეი რაჟოელინა გაიყვანა. გადაწყვეტილება ელისეის სასახლეში მას შემდეგ მიიღეს, რაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა და გაჩნდა საფრთხე, რომ სამხედრო გადატრიალების ავტორები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრებოდნენ. შეგახსენებთ, მადაგასკარი ფრანგულენოვანი აფრიკული სახელმწიფოა, რომელზეც წამყვან ევროპულ ქვეყანას დიდი ისტორიული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენა აქვს.

ჯერ კიდევ გუშინ, პრეზიდენტმა რაჟოელინამ დადო პირობა, რომ ერთი წლის ვადაში ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ თუ სოციალურ ვითარებას გამოასწორებდა და მოქალაქეთა მდგომარეობას გამოასწორებდა, თუმცა იმ დროისთვის მადაგასკარის სამხედრო ძალები გადატრიალების პროცესში უკვე აქტიურად იყვნენ ჩართული, შესაბამისად, პრეზიდენტმა ვითარების კონტროლქვეშ აყვანა ვეღარ შეძლოს.

შეგახსენებთ, ნეპალის მაგალითის გათვალისწინებით, მადაგასკარელმა ახალგაზრდობამ პროტესტი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ისინი არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, დენისა და წყლის გრაფიკით მიწოდებას და სამუშაო ადგილების არარსებობას აპროტესტებდნენ და სრული სამთავრობო შემადგელობის გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა პრეზიდენტმა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე მინისტრი გადააყენა.

სანაცვლოდ კი ხელისუფლების მეორე პირად სამხედრო გენერალი დანიშნა, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა და არსებულ ნიშნულამდე მოიყვანა. ელიტურმა სამხედრო დანაყოფებმა შეიარაღებული ძალების გენერალს დაუმორჩილება გამოუცხადეს და მეთაურად დემოსთენე პიკულასი დანიშნეს. ამჟამად, სწორედ პიკულასი განიხილება გადატრიალების მთავარ ავტორად და შესაძლო მომავალ ლიდერად. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ანდრეი რაჟოელინაც ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალებით მოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები