მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ გერმანიაში წყალდიდობას მინიმუმ 5 ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობა

1-2 ივნისს სამხრეთ გერმანიაში ხანგრძლივი წვიმების შედეგად განვითარებულ წყალდიდობებს მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, ბავარიისა და ბადენ-ვიურტემბერგის რეგიონებში გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ს აღწევს - ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, რომ მომდევნო დღეებში წყლის დონის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. ამ დროისთვის, აღნიშნულ რეგიონებში შეფერხებულად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, სარკინიგზო მარშრუტები ბავარიიდან და ბადენ-ვიურტემბერგიდან მიუნხენის მიმართულებით გაუქმდა.

სტიქიის ადგილზე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც იმყოფებოდა, სადაც ბავარიის მთავრობის თავმჯდომარეს, მარკუს სოდერს შეხვდა.

სოდერის განცხადებით, მდგომარეობა კვლავ კრიტიკული და დაძაბულია და ევაკუაციის საჭიროება ყოველ დღე სხვადასხვა რაიონში ჩნდება. მისივე თქმით, წყალდიდობა მოსალოდნელია ქალაქ რეგენსბურგში და მდინარე დუნაის სანაპიროებზე.

შოლცმა აღნიშნა, რომ მსგავსი სტიქიური მოვლენა არ ჰგავს გერმანიისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებს: “ჩვენ აღარ შეგვიძლია, ადამიანთა მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გადაჭრის ამოცანა უგულებელვყოთ“ - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები