პირველ კვარტალში სამხრეთ კავკასიის მილსადენით (SCP) 5.6 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარება მოხდა. Bp საქართველოს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში, SCP-ის გაზის საშუალო გატარება დღეში 61.7 მილიონი კუბური მეტრი იყო.
ანგარიშის მიხედვით, იანვარ- მარტში SCPC-ს საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 17.3 მილიონი დოლარი იყო, კაპიტალური დანახარჯი კი დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი. სამხრეთ კავკასიის მილსადენით რომელიც 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, შაჰ-დენიზის გაზი მიეწოდება აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ევროპულ ქვეყნებს.
ამჟამად, The SCP Co-ს აქციონერები არიან: bp (29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.00%) და NICO (10.0%).