გამოწვევები სამხრეთ კავკასიის რეგიონის აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვებში - ამ საკითხზე დღეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა. როგორც დისკუსიაზე აღინიშნა, რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასურსათო პროდუქტების იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება და დისკუსიაზე ასევე განიხილეს, რა გამოწვევები შექმნა უკრაინაში მიმდინარე ომმა აგროსასურსათო ვაჭრობის მიმართულებით.