მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

კორეის ბანკი

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მაჩვენებელმა 2.75% შეადგინა. ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მონეტარული პოლიტიკა 2023 წლის იანვრის შემდეგ პირველად გაამკაცრა, რაც მზარდი ინფლაციური წნეხით არის განპირობებული.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამხრეთ კორეაში წლიურმა ინფლაციამ ივნისში 3.2%-ს მიაღწია, ცენტრალური ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი კი 2%-ს შეადგენს. მარეგულირებლის განცხადებით, ენერგომატარებლების გაძვირების დაგვიანებული ეფექტის გამო, ფასების ზრდის ტემპი დადგენილ ნიშნულზე მაღლა ხანგრძლივი დროით შენარჩუნდება. ამასთან, ტექნოლოგიურ სექტორში გაცემულმა მსხვილმა პრემიებმა შესაძლოა, ხელფასების საყოველთაო მატება გამოიწვიოს, რაც ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას წარმოადგენს.

მთავრობის ეკონომიკური პროგნოზით, 2026 წლისთვის ქვეყანაში ინფლაცია 2.7%, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.4%-ზე მაღალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები