დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. დე ფაქტო ხელისუფლებამ მომავალი წლის ე.წ. ბიუჯეტის შემოსავლები 8 მილიარდ 871 მილიონ რუბლად (86 მლნ დოლარი) განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან 7 მილიარდი რუბლი (67 მლნ დოლარი) რუსეთის დახმარებაა. პროგნოზირებულია, რომ ე.წ. რესპუბლიკის საკუთარი შემოსავლები 1,835 მილიარდი რუბლი იქნება.