მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობა - რა დაადგინა აუდიტმა?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს არ აქვს შესრულებული DCFTA-ით განსაზღვრული აქტივობა, რაც რისკების შეფასების სისტემის დანერგვას გულისხმობდა. სააგენტოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, არ არის შემუშავებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურა. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბაზარზე ეფექტიანი ზედამხედველობისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა, რა მიმართულებით არის უმჯობესი მისი რესურსის გამოყენება მაქსიმალური შედეგების მისაღწევად, რამდენადაც ბაზარზე პროდუქტების რაოდენობა ძალიან დიდია, ხოლო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს რესურსები − შეზღუდულია. რა დადგინდა, აუდიტის პროცესში ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შემდეგ და რა რეკომენდაციას გასცემს აუდიტის სამსახური?

სტუმარი: თორნიკე შერმადინი - აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები