მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი შემცირდა

5b23c1f4c20b9
BM.GE
15.06.18 18:00
696
2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მოიმატა იპოთეკური და ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემული სესხების ზრდის წლიურმა ტემპმა, სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი კი შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, შინამეურნეობებზე გაცემული სესხები წლიურად 21.4 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით მშპ-ს 35 პროცენტია.

"ქვეყნის განვითარებასთან ერთად მოსალოდნელია შინამეურნეობების სესხების მშპ-თან ფარდობის ზრდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტემპი იყოს ზომიერი და არ იწვევდეს სისტემური რისკების დაგროვებას. ფინანსური ინსტიტუტები ჭარბვალიანი მოსახლეობის რისკს ხშირად მაღალ საპროცენტო განაკვეთში ასახავენ, თუმცა, არ ითვალისწინებენ იმ თანმდევ უარყოფით მოვლენებს, რასაც ეკონომიკაში გადახდისუუნარო სამუშაო ძალის ზრდა იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამოყალიბდეს ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც შეეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და შეუმცირდება ფორმალური ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა. აღნიშნულის საპასუხოდ, ეროვნული ბანკი 2017-2018 წლების განმავლობაში ეტაპობრივად ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ევრო-დირექტივების მოთხოვნების შესაბამის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს", - განმარტავენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები