მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: რამდენიმე ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დამატებას განიხილავს

58bfaaa55c2e6
სალომე მეცხვარიშვილი
10.03.17 09:50
1204
რამდენიმე ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დამატებას განიხილავს-, ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია როგორც საქართველოში უკვე მოქმედ, ასევე ახალ ავიაკომპანიებზე, რომლებსაც გაჩეჩილაძე ამ ეტაპზე არ ასახელებს.

"Fly Dubai-ს ექნება ახალი მიმართულება წელს პირველად დუბაიდან ბათუმის მიმართულებით, ასევე, ველოდებით ახალ ავიაკომპანიებს ბათუმის მიმართულებით. რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით. იქნება რამდენიმე ახალი და უკვე მოქმედი კომპანია",- აცხადებს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები