მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ პოსტი დატოვა

5be81bb6f1eca
თელარა გელანტია
11.11.18 16:10
816
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ თანამდებობა დატოვა.

აღნიშნული bm.ge-ის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, გურამ ჯალაღონიამ სააგენტოს დირექტორის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა 17 ნოემბრის ჩათვლით, შვებულებაში იმყოფება.

Bm.ge კომენტარისთვის ჯალაღონიასთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სხვადასხვა სიპ-ებსა და დაქვემდებარულ უწყებებში საკადრო ცვლილებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

გასულ კვირას თანამდებობა დატოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკა სისაურმა; ასევე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორობიდან სამთო საკითხებში მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლა სანდრო ონოფრიშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები